7 აგვისტოს Bბუენოს აირესში გასაყიდად გამოიტანენ დღეისათვის არსებული ორი მოკლემეტრაჟიანი ვიდეო რგოლიდან ერთ-ერთის ასლს, სადაც მერლინ მონრო სექსითაა დაკავებული.
აუქციონის ორგანიზატორის მიქელე ბარსას სიტყვებით, ლოტის სასტარტო ფასი 500 ათასი დოლარია. შავ-თეთრი ფილმი 6 წუთის ხანგრძლივობით სავარაუდოდ გადაღებულია 1946-1947 წლებში.
უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წელს აუქციონზე გაიყიდა სხვა მოკლემეტრაჟიანი ვიდეო ფილმი 15 წუთის ხანგრძლივობით, სადაც მერლინ მონრო ინტიმურ კავშირში შედის უცნობ მამაკაცთან რომლის სახე კადრს მიღმა დარჩა.
ვიდეოჩანაწერმა ფედერალური სადაზვერვო სამსახურისს ინფორმატორის ვაჟიშვილის საშუალებით "გაჟონა", რომელიც სავარაუდოდ ცნობილ ქერათმიანს უთვალთვალებდა. იმ დროისათვის მთელი მსოფლიო აქტიურად განიხილავდა აშშ პრეზიდენტის ჯონ კენედისა და მსახიობ მერლინ მონროს რომანს.
ფირი ნახევარ მილიონად შეიძინა ბიზნესმენმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა. მან პირობა დადო, რომ სკანდალური მასალა არ მოხვდება ჟურნალისტების ხელში და დაცული იქნება ოჯახის კოლექციაში.