სმოლენსკთან "ტუ 154"-ის კატასტროფის მიზეზების დამდგენი სამთავრობო ანგარიშის ავტორები კატასტროფაზე ძირითად ბრალს პოლონურ მხარეს აკისრებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "Newsweek Polska и Fakt"-ი ავრცელებს.
კომისიის ანგარიში, რომელსაც პოლონეთის შს მინისტრი ეჟი მილერი ხელმძღვანელობს პოლონეთის პრემიერს დონალდ ტუსკს ივნისის ბოლოს გადასცეს. ტუსკმა მაშინვე ანგარიში თარჯიმნებს მისცა, რომელსაც იგი ინგლისურ და რუსულ ენაზე გადაჰყავთ. პრემიერის თქმით, თარჯიმნებმა სრული ტექსტის თარგმნა რომც ვერ მოასწრონ, ძირითადი თეზისები ამ სამთავრობო ანგრიშიდან არაუგვიანეს 29 ივლისისა გამოქვეყნდება.
ამასთან ერთად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი "Newsweek Polska"-სათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ანგარიშში არ არის არც ერთი სახელი და მხოლოდ ფაქტების ანალიზია მოყვანილი, ვინაიდან კონკრეტული ბრალეულობის დადგენა პროკურატურის პრეროგატივაა.
ამასთან ერთად, ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილერის ხელმძღვანელობით მაინც არის შედგენილი 150 კაციანი ნუსხა, რომლებსაც ამ კატასტროფაზე პახუხისმგებლობა ეკისრებათ. თუმცა ამ ადამიანების სახელები ანგარიშში არ შევა და ნუსხა მხოლოდ შესაბამისი ორგანოების შიდა სარგებლობისთვისაა შედგენილი.
2011 წლის 12 იანვარს სახელმწიფოთაშორისმა საავიაციო კომიტეტმა კატასტროფის შესახებ თავისი საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც კატასტროფაზე პასუხისმგებლობა პოლონელ პილოტებს დააკისრა.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ძმა იაროსლავ კაჩინსკი ისევე როგორც პოლონეთის საზოგადოების დიდი ნაწილი დღემდე რჩებიან იმ აზრზე, რომ კატასტროფაში დამნაშავე რუსული მხარეა.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან თვითმფრინავმა "ტუ 154"-მა რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ კატასტროფა განიცადა. შედეგად გარდაიცვალა 96 ადამიანი, მათ სოშოის 88 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი.