ღორის გრიპის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო საგარეჯოს რაიონის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ჩალათაშვილმა განაცხადა, მოსწავლეთა დასწრების რიცხვი მკვეთრად არის შემცირებული საჯარო სკოლებშიც.
"სკოლაში, სადაც 300-მდე ან მეტი მოსწავლე სწავლობს, მხოლოდ 30 ბავშვი თუ დადის. ღორის გრიპით დაავადებული ადგილობრივის გარდაცვალებამ რაიონში პანიკა გამოიწვია~, - აღნიშნა გამგებელმა.