საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ ბუნო ლე მეას განცხადებით, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა აფრიკაში სიღარიბის დასაძლებად კონკრეტული ქმედებები არ განახორციელეს, აფრიკელი ხალხის შიმშილობა შესაძლოა "საუკუნის სკანდალი" გახდეს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, აღმოსავლეთ აფრიკაში მილიონობით ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა დონორ ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ აფრიკელი ხალხის დასახმარებლად დამატებით 1.6 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოყონ.