პოლიტიკური მოძრაობა "ჩვენ თვითონ", ჯილეხის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლებას საგანგებო ზომების გატარებისკენ მოუწოდებს.
გაერთიანების წარმომადგენლის გიორგი ხოკერაშვილის განცხადებით, ჯილეხის გავრცელების რიცხვმა პიკს მიაღწია, ამის მიზეზი კი ვეტერინარული კონტროლის შესუსტება გახდა.
"ჩვენ თვითონ" სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სოფლის მოსახლეობის საკუთრებაში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია.