ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებირივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრის თანამშრომელი დააკავეს.
გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს მიმდინარე კონტროლის განყოფილების უფროსმა ჯონი მურმანიშვილმა ერთ-ერთი მეწარმისაგან ქრთამის სახით 1 000 ლარი აიღო, სანაცვლოდ იგი მას დაჰპირდა, რომ არ დააჯარიმებდა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს თორმეტწლიანი პატიმრობა ემუქრება.