26 ივლისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში კომოროვსკი საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდება.
ვიზიტის დეტალების დაზუსტების პროცესშია, თუმცა, ცნობილია, რომ შეხვედრები ბათუმში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ეს საქართველოში ბრონისლავ კომოროვსკის პირველი ვიზიტია.