საქართველოს დღეს მსოფლიო პოპის მეგავარსკვლავი მეისი გრეი ეწვევა.
მეისი გრესი ბათუმში რამდენიმე საათში ჩავა. კონცერტისთვის ყველაფერი მზადაა. მსოფლიო დონის ვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაშე საათნახევრიანი პროგრამით, 21:00 საათზე წარდგება, იქამდე კი პიაცაზე გენერალურ რეპეტიციას გაივლის.
ორი გრემისა და ორი ემტივის მუსიკალური ჯილდოს მფლობელი მომღერალი ბათუმში რიგით მეხუთე, "ბლექ სი ჯაზ ფესტივალის" ფარგლებში ჩამოდის. მას თან 5-კაციანი ბენდი ჩამოჰყვება.
ფესტივალის ძირითადი ნაწილი 21 ივლისს დაიწყო და დღეს, სწორედ მეისი გრეის კონცერტით დაიხურება.