საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა უზბეკეთის რესპუბლიკაში ფერგანას ოლქში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომლის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა.
მიხეილ სააკაშვილმა თავისი და ქართველი ხალხის სახელით, თანაგრძნობა გამოხატა უზბეკი ხალხის მიმართ და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
„საქართველო მზადაა აღმოუჩინოს მოძმე უზბეკ ხალხს ყველანაირი შესაძლო დახმარება მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისთვის", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა უზბეკ კოლეგას ისლამ კარიმოვს გაუგზავნა.