აფხაზეთს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი აქვს. განცხადება ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ეთერში გააკეთა.
ამავე დროს, სერგეი შამბა აღნიშნავს, რომ საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ ყველანაირი დიალოგისთვის ყველა გზა დახურა, როდესაც "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი მიიღო.
შამბა ასევე აცხადებს, რომ ისინი არავითარ კომპრომისზე არ წავლენ და აღნიშნავს, რომ თბილისთან დიალოგის სანაცვლოდ რუსეთის ჯარის გაყვანაზე საუბარი არ მიდის.