"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები ბათუმში, ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვდნენ. გიორგი თარგამაძე და ლევან ვეფხვაძე ფულეს საარჩევნო სისტემის დახვეწასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემაზე ესაუბრნენ.
"ისევე როგორც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ევროკავშირისთვისაც პრიორიტეტი საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციაა. ამ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების გაძლიერება და ზოგადად, პოლიტიკური ბალანსის შეცვლა, ასევე დიდია დამოუკიდებელი და ავტორიტეტული სასამართლოს როლი. საუბრისას ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვით იმ დიდ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომელიც ხელისუფლებას აკისრია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით" - განაცხადა თარგამაძემ.