ბათუმში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი კომისრის შტეფან ფულეს შეხვედრა დასრულდა.
მიხეილ სააკაშვილმა სტუმარს გააცნო ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებში ხორციელდება და საუბარი შეეხებოდა ასევე იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში სხვა და სხვა მიმართულებით ხორციელდება.
"მე მჯერა საქართველოს ევროპიული გზის და ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას როგორც სუვერენული სახელმწიფოსი. საქართველო ატარებს სწორ პოლიტიკას და ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს", _ განაცხადა შტეფან ფულემ.