ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, მცხეთაში გადაადგილება ელექტრომობილებით გახდება შესაძლებელი. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, პრეზიდენტის რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთში ცეზარ ჩოჩელმა განმაცხადა, მას შემდეგ, რაც ავტომობილებისათვის ძველი მცხეთა ჩაიკეტა და იქ გადადგილება მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისათვის გახდა შესაძლებელი, მგზავრთა უკეთ გადადააგილებისათვის და სერვისის გასაუმჯობესებლად დღის წესრიგში დადგა ელექტრომობილების შეძენის საკითხი.
ელექტრომობილები მცხეთის ავტოსადგურიდან, სვეტიცხოვლისა და მცხეთის დედათა მონატრის მიმართულებით იმოძრავებენ.
მთლიანობაში მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაცია სამი ერთეული, რვა ადგილიანი ელექტრომობილის შეძენას გეგმავს, რაზეც მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს კორეულ და ევროპულ კომპანიებთან. აღნიშნული პროექტის განხორციელება ბიუჯეტს დაახლოებით 65 ათასი ლარი დაუჯდება.