მიდგომა, რომ ადამიანი ღარიბია და მას მხოლოდ სახელწიფოს იმედი აქვს არასწორია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს, ბათუმში ცნობილი ქართველი მხატვრის რუსუდან ფეტიაშვილის გალერიის გახსნაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, განახლებული სახლებისa და ფასადების შემდეგ მოსახლეობას საშუალება მიეცა ორი-სამი სკამი გარეთ გამოედგა და კაფე გაეხსნა.
"ერთი ქალი გამომელაპარაკა და მითხრა - დიდი მადლობა, რომ ეს ყველაფერი გავიკეთეთ, ძალიან გვიყვარხართ და ახლა ჩვენნაირ ღირიბებსაც თუ მოხედავთ უფრო დიდი მადლობლები ვიქნებითო. ეს ფსიქლოგია ჩვენ უნდა გადავლახოთ. ამ ოჯახს ყველაფერი აქვს, რომ კარგად იცხოვროს, ცოტა ხელი უნდა გაანძირიოს და ინიციატივა გამოიჩინოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა სააკაშვილმა.