პარლამენტში ახალი ფრაქცია "ოპოზიციური ექვსიანის" დასაყრდენი იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მდივანმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა.
"ახალი ფრაქცია არის ყველა პროგრესულად მოაზროვნე ოპოზიციური პარტიის დასაყრდენი, მათ შორის იმ პარტიათა ერთობლიობის დასაყრდენი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც პოლიტიკური ექვსიანი", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
ამასთან, დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ თუ ფრაქცია ერთსულოვან გადაწყვეტილებამდე მივა და საზოგადოების მოთხოვნაც იქნება, ისინი "ოპოზიციური ექვსიანის" ინიციატივას - ბიომეტრული პარამეტრების გამოყენებით ელექტრონული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხს მხარს დაუჭერენ.
"ამისთვის კი, როგორც საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებთ, ასევე პარლამენტს გაერეთ განვითარებულ მოვლენებში აქტიური მონაწილეობას მივიღებთ", - აღნიშნა მან.