რის ივანსი, რომელიც მაყურებლებისტვის ცნობილია ფილმებიდან „ჰოტინგ ჰილი" „ჰარი პოტერი" და სხვ. მონაწილეობას მიიღებს ჯეიმს ბონდზე გადაღებულ ახალ ფილმში.
ზუსტად ვის როლს შეასრულებს ივანსი არ კონკრეტდება. ფილმში მთავარ როლს დენიელ კრეიგი თამაშობს. ხოლო, მთავარ ბოროტმოქმედს ჰავიერ ბარდემი. ახალ ფილმში დაკავებული იქნებიან რალფ ფაინსი, ჯუდი დენჩი და სხვები.
პროექტის რეჟისორი სემ მენდსი იქნება. ბონდზე შექმნილ ახალ ფილმს MGM და Sony აფინანსებს.
ფილმში, რომლის სათაური ჯერაც არ მოუფიქრებიათ (სამუშაო ვერსია "ბონდი 23"), მოქმედება სამხრეთ აფრიკაში ვითარდება.
რის ივანსის ბოლო ნამუშევარი გახდა როლანდ ემირეხის ფილმი „ანონიმი" ეს არის ემირეხის მიერ დიდი ხნის მანძილზე შექმნილი ფილმებიდან პირველი ფილმი, რომელიც კატასტროფის ჟანრს არ მიეკუთვნება. მასში მოთხრობილია ადამიანზე, რომელიც უილიამ შექსპირის ყველა ნაწარმოების ავტორი იყო.