"მოლაპარაკებები რეგიონში აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს", _ განცხადება ამის შესახებ გამომცემლობა "ეხო" -სთან საუბარში აზერბაიჯანელმა ექსპერტმა უზეირ ჯაფაროვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ არ არის მიღებული გადაწყვეტილება სამხრეთ კავკასიის რომელ ქვეყანაში უნდა განთავსდეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. სამხედრო ექსპერტის განცხადებით, აშშ-ში დღეისათვის ამ საკითხზე გაძლიერებულად მუშაობენ.
"მათ სურთ, რომ აღნიშნული სისტემა აუცილებლად გაჩნდეს ჩვენს რეგიონში. მიმაჩნია, რომ სავარაუდოდ, ეს სამხედრო რადარი საქართველოში იქნება დამონტაჟებული, რადგან აზერბაიჯანის პოლიტიკური ხალმძღვანელობა არ გარისკავს - არსებობს რუსული ფაქტორი, ირანული ფაქტორი, რომლებსაც ეს ფაქტი არ მოეწონებათ. რა თქმა უნდა, ჩვენს ტერიტორიაზე ამ რადარის დამონტაჟება ნეგატიური სიტუაციების მომტანი იქნება. მე არ მგონია, რომ გარკვეული ქვეყანა აზერბაიჯანზე იერიშების მიტანას დაიწყებს, მაგრამ უფრალოდ გართულდება ურთიერთობები, შესაძლოა დიპლომატიური ზეწოლაც განხორციელდეს აზერბაიჯანზე",_ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი - ეს უბრალოდ სათადარიგო ვარიანტია, ძირითადი აზრი კი საქართველოზე მოდის.
"ყველაფერთან ერთად საქართველო თავად არის დაინტერესებული იმაში, რომ ამერიკული სისტემა მის ტერიტორიაზე იყოს, ვინაიდან ეს იქნება ერთგვარი "ქოლგა" საქართველოსათვის გარე საფრთხეებისგან და საშიშროებებისგან დასაცავად. ჩემი რღმა რწმენით, აღნიშნული სისტემა მალე ჩვენს მეზობლებთან - ქართველებთან გაჩნდება", _ აცხადებს ექსპერტი.