ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის ადვოკატი ეკა ბესელია მისი დაცვის ქვეშ მყოფის ხელმეორედ დაკითხვის შედეგად ორ სავარაუდო სცენარს ელოდება.
როგორც ბესელიამ გლადნის მე-8 საპყრობილის წინ გაკეთბეულ საგანგებო განცხადებაში ივარაუდა, აბდალაძეს ან გაასწორებინებენ იმ ჩვენებას, რომელიც მან ერთხელ უკვე მისცა, ან მოსალოდენელია, რომ მას ეკა ბესელიას აცილების შესახებ განცხადება დააწერინონ.
"აბდალაძე იმყოფება უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ის აქამდე აცხადებდა, რომ არასდროს აღიარებდა დანაშაულს რომელიც არ ჩაუდენია, დღეს კი ის უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი იძულებულია დაიბრალოს ყველაფერი რაც გამოძიებას და ხელისუფლებას უნდა. ამიტომ მე მოველი რომ დღევანდელი დაკითხვისას მას ან გაასწორებინებენ იმ ჩვენებას, რომელიც სურლიად აბსურდი იყო და რომლითაც ხელისუფლებამ ვერ მიიღო ის რაც სურდა ან ველოდები რომ დააწერინებენ განცხადებას ჩემი აცილების თაობაზე", - განაცხადა ბესელიამ.
აღსანიშნავია რომ ბესელია და აბდალაძის სხვა ადვოკატები სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში უკვე შევიდნენ.