ტირძნისიდან მოზარდები კვლავ ოსი სეპარატისტრბის ტყვეობაში რჩებიან.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა ცხინვალი უშედეგოდ დატოვა.
ჰამარბერგის განცხადებით, მოლაპარაკებები საბოლოო შედეგის მიღწევამდე გაგრძელდება.
"მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. გადავწყვიტე დეტალური კომენტარები არ გავაკეთო, რადგან შეიძლება ამან მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს. უკან დახევას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიამ უპასუხისმგებლობა არ გამოიჩინოს რადგან კრიტიკულ ეტაპზე ვიმყოფებით. მოლაპარაკებები გაგრძელდება, ბავშვები თავს კარგად გრძნობენ", _ განაცხადა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა.
ცხინვალის ციხეში ლევან ხმიადაშილი და ვიქტორ ბუჩუკური 4 ნოემბრის შემდეგ იმყოფებიან.