ინციდენტში მონაწილეთა ნახევარი, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი და ბავშვია ვარშავასთან მდებარე საიმიგრაციო ბანაკში გადაიყვანეს.
მათ ვინც დეპორტაციას ექვემდებარება პოლონეთს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაატოვებინებენ.
ბოლო ინფორმაციით, ინციდენტში სულ 32 ქართველი მონაწილეობდა. ცნობილია, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა მათი მდგომარეობის შესახებ შესაბამის უწყებას დაავალა სრული და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ.
შეგახსნებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები 15 დეკემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ გერმანიაში მატარებლით გადასვლა დააპირეს.
"21 მოქალაქე ძირითადად ქალები და ბავშვები გადაყვანილ იქნენ ვარშავასთან ახლოს მდებარე ღია საემიგრაციო ბანაკში, ხოლო 16 საქართველოს მოქალაქე, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ზემოთხსენებულ ინციდენტში და გარკვეულად წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავ ორგანოებს, ისინი გადაყვანილ იქნენ დახურულ საიმიგრაციო ბანაკში და პოლონური მხარის ინფორმაციით მოგვიანებით მოხდება მათი საქართველოში დეპორტაცია",_ აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში კონსტანტინე ქავთარაძე.