სირიაში მცხოვრები ჩერქეზები ქართულ მხარეს დროებითი თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართავენ. წერილი ამის შესახებ ჩერქეზთა კონგრესის წარმომადგენელმა საქართველოში ანდრო გაბისონიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
წერილში ნათქვამია, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენები იქ მცხოვრებ ჩერქეზებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ქვეყანაში მათი დარჩენა დღითიდღე უფრო სახიფათო ხდება.
სირიული დიასპორის წარმომადგენლები წერენ, რომ ჩერქეზებს ქართველებთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და სწორედ ამიტომ სურთ ამ დროებითი თავშესაფრის მიღება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც რუსეთის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა. გენოციდის აღიარების შესახებ პარლამენტმა დადგენილება 2011 წლის 20 მაისს მიიღო.