აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი დაინიშნა . ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.მან ამ თანამდებობაზე თინა ქეიდენაუ შეცვალა.
რუბინის კავკასიის ქვეყნებთან, საბერძნეთთან, თურქეთთან და კვიპროსთან დაკავშირებულ საკითხებზეა პასუხისმგებელი.
მან კარიერა 1985 წელს გაზეთ New York Times -ში სტაჟიორობით დაიწყო და წლების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ს დიპლომეტიურ მისიებში სხვადსხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ერიკ რუბინ ბოლო დრომდე მოსკოვში აშშ-ის ელჩის მოადგილე იყო.
რუბინმა ახალ რანგში 18 ივლისს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.