ჯაშუშური საქმიანობის ყველაზე მარტივი ინდიკატორი არის რუსეთის მხრიდან რამდენად ისტერიული დამოკიდებულება ჩნდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა ფოტორეპორტიორების საქმის შეფასებისას განაცხადა.
"ჯაშუშური საქმიანობის ყველაზე მარტივი ინდიკატორი არის რუსეთის მხრიდან რამდენად ისტერიული დამოკიდებულება ჩნდება. როდესაც ისტერიული და აგონიური განცხადებებია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეს ნიშნავს იმას, რომ მათ მართლა მოხვდათ იქ, სადაც უნდა მოხვედროდათ", - მიაჩნია მინაშვილს.
რაც შეეხება აბდალაძისთვის წაყენებულ ბრალდებას, რომ მას საგარეო უწყებიდან შეხვედრების სტენოგრამები გამოჰქონდა და ამის გათვალისწინებით რამდენად უნდა დადგეს უწყების პირველი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, დეპუტატს მიაჩნია, რომ ფოტოგრაფის მოქმედების გამო საგარეო საქმეთა მინისტრის ან სხვა პირველი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა სწორი არ იქნება.
"მაგალითად, ბრიტანეთის პარლამენტში აღმოჩინეს ერთ-ერთი დეპუტატის თანაშემწე, რომელიც ჯაშუში იყო. რა უნდა ექნათ დეპუტატი დაესაჯათ თუ პარლამენტი დაეშალათ?! მიმაჩნია, რომ საგარეო უწყებაში პირველი პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს", - დასძინა მინაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ აშშ-სა და რუსეთ შორის ცნობილი "ჯაშუშური სკანდალის" მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ "ანა ჩამპანი, რომ ჯაშუში იყო აშშ წლების განმავლობაში იცოდნენ, მაგრამ არ დააკვეს, რადგან ამით გავიდნენ კონტაქტებზე, გამორკვიეს სხვადასხვა სახის ინფორმაცია.
"ეს არის ძალიან მარტივი მეთოდია, რომლითაც შეგძლია ამოძირკვო ჯაშუშური ქსელი შენს სახელმწიფოში. ეს არის სპეციფიკა", - მიაჩნია მინაშვილს.