საპარლამენტო უმრავლესობისთვის მიუღებელია ფოტოგრაფების საქმეს გამოძიების ეტაპზე მისი გასააჯროება. უმრვლესობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის თქმით, მიუღებელია მოთხოვნა ფოტოგრაფების საქმის გასაჯაროების, რადგან გამოძიების ღიაობა და გამჭირვალობა იშვიათი შემთხვევა და გამოძიების პროცესი ღიაა მხოლოდ მხარეებისთვის.
"გამოძიების ეტაპზე ჩვეულებრივი საქმეებიც კი დახურულია. მით უმეტეს, რომ ამ დროს ფოტოგრაფებზე სისხლის სამართლის დევნა ხორცილდება იმის გამო, რომ მათ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა რაღაც საიდუმლო დოკუმენტებზე, რომლებსაც აწვდიდნენ სპეცსამსახურებს. ჩვენ ადამიანებს ამ დანაშაულისთვის ვდევნით და ახლა ითხოვენ ეს დოკუმენტები ჩვენი ხელითვე გამოვაქვეყნოთ", - აღნიშნა მინაშვილმა.
რაც შეეხება თავად დაკავებულ ფოტოგრაფებს, მინაშვილის თქმით, ირაკლი გედენიძე და გიორგი აბდალაძე ჟუნალისტები არ არიან.
"ისინი საჯარო მოხეელები არიან და მათ კონტრაქტი შესაბამისი ვალდებულებები აქვთ სახელმწიფო უწყებებთან. რაც შეეხება ზურაბ ქურციკიძეს, აქ არის საუბარი საიდუმლო დოკუმენტებზე. მოვლენებს არ დავასწრებ, იქნება სასამრთლო სხდომა, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება მოსმინის ამ ადამიანების ჩვენება და პროკურატურის მტკიცებულებები", - აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, მინაშვილს უკვირს, მაშინ როდესაც აბდალაძის ადვოკატი ეკა ბესელია საქმის გასაჯაროებას მოითხოვს, მაშინ რატომ იყო წინააღმდეგი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის აღიარებითი ჩვენების საჯაროდ გამოტანის.