საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ აკაკი მინაშვილს უკვირს, რატომ დამკვიდრდა ქართულ საზოგადოებაში განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯაშუშომანიით არის შეპყრობილი.
"თუ გადახედავთ რუსული სპეცსამსახურების მხოლოდ ბოლო ორი წლის გამოცდილებას, ნახავთ, რომ რამდენი ფაქტი იყო რუსეთის ჯაშუშების გამოვლენის, მათ შორის ნატოში აშშ-სა და ბრიტანეთში. ეს ხომ გასაგებია და ნათელია ყველასთვის", - განუცხადა მინაშვილმა ჟურნალისტებს.
დეპუტატის შეფასებით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ცივი იმის პოლიტიკას და "პარტნიორ ქვეყნებში" "ასეთი ოპერაციები" გასაკვირი არ არის.
"ის, რომ რუსეთს უნდა საქართველოში რაღაცის ინსპირირება, ესეც ლოგიკური დასკვნაა. ამიტომ არავითარი მანია და კონსპირაციის თეორიები ეს არ არის. ეს არის ის პრაქტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს არ მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში, ასევე მძლავრ, ჩამოყალიბებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც, როგორიც არის აშშ, ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები", - აცხადებს მინაშვილი.