გვინეის დედაქალაქ კონაკრიში პრეზიდენტის ალფა კონდეს სასახლეზე თავდასხმა განხორციელდა. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, თავდასხმა სასახლის დაცვამ ერთსაათიანი ორმხრივი სროლის შემდეგ მოიგერია. პრეზიდენტს საფრთხე არ შეჰქმნია.
გავრცელებული ინფორმაციით ორმხრივი სროლების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. ამ დროისთვის გვინეაში ვითარება მშვიდია.
თავდასხმელების ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. ალფა კონდე პრეზიდენტად გასულ წელს აირჩიეს. 2008 წელს მისმა ძალებმა მაშინდელი პრეზიდენტის, ჯუნტას გადაყენება და კონდეს შესაძლებლობა მისცეს რომ ქვეყანას დაბრუნებოდა.