22 წლის ინდოელმა ქალმა ქმარს სასამართლოში უჩივლა და ის ვამპირობაში დაადანაშაულა. მისი ტქმით, ქმარი მას ყოველდღიურად ვენიდან სისხლს უღებდა. ყველაფერი დაქორწინებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო, რომელიც 2007 წლის ზაფხულში შედგა. ქმარს ცოლიდან სისხლის ამოღება არ შეუწყვეტია მას შემდეგაც, რაც ცოლი დაფეხმძიმდა.
ცოლი მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამპირ-ქმარზე არ საუბრობდა, რადგანაც ქმარი მას მკვლელობით ემუქრებოდა.
საბოლოდ ცოლმა გადაწყვიტა პოლიციისთვის მიემართა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც მეორედ დაფეხმძიმდა და ქმრისგან გაიქცა.