სამხრეთ ინდოეთის შტატ ანდრა პრადეში საბადოები აღმოაჩინეს, სადაც დიდი რაოდენობის ურანია. როგორც ქვეყნის ბირთვული სამსახურის უფროსმა განაცხადა, ეს შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი რაოდენობა იყოს მთელს მსოფლიოში.
ინდოეთში ურანის რაოდენობა 175 000 ტონას აღწევს. ანდრა პრადეში კი ურანის რაოდენობა 50 000 ტონამდეა. აქვე ვარაუოდებენ იმასაც, რომ შესაძლოა ეს რაოდენობა სამჯერ გაიზარდოს. სპეციალისტების განცხადებით, ურანის ამჟამინდელი რაოდენობა მაინც არ იქნება საკმარისი, რათა ინდოეთმა გამოიმუშავოს ის ენერგია რაც ესაჭიროება.