ტაივანი ბორდელების ლეგალიზაციას იწყებს. ტაივანის ხელისუფლებამ უკვე დაამთავრა კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბორდელების ლეგალიზაციას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, გამოიყოფა ე,წ, წითელი ზონები, სადაც ბორდელების ფუნქციონირება იქნება დასაშვები. თუმცა ტაივანის დიდი ქალაქების ადმინისტრაციებმა კანონპროექტს ვეტო დადეს. ტაივანის მერი აცხადებს, რომ ის მზადაა ქალაქი სრულად გაასუფთავოს ანალოგიური დაწესებულებენისაგან. ქალაქ ტაიბას ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ქალაქი იმდენად პატარაა, რომ მსგავსი დაწესებულების არსებობა იქ დაუშვებელია.
ტაივანის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორია, აცხადებს, რომ სექს ინდუსტრიის ლეგალიზაციის ასეთი დაწესებულებების რეგულაციას შეძლებს.