სირიის უშიშროების ძალებმა 13-მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს.
როგორც სირიელმა ადამიანის უფლება დამცველმა რამი აბდელ რაჰმანმა „ფრანს-პრესს" განუცხადა, დახვრეტა დღეს და გუშინ, ქალაქ ჰომსში განხორციელდა.
„დღეს და გუშინ პრეზიდენტ ასადის ძალებმა ჰომსში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს და 13 უდანაშაულო ადამიანი მოკლეს", - განაცხადა რაჰმანმა.