ბელორუსის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტურია. ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პეტრა პროკოპოვიჩი თანამდებობიდან დაითხოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, პროკოპოვიჩი რამდენიმე ხნის განმავლობაში ავადმყოფობის გამო ბანკში საკუთარ საქმიანობას ვეღარ ეწეოდა. მან გულის სერიოზული ოპერაცია გაიკეთა.