ახალ ზელანდიელმა თინეიჯერმა 23 სელაპი დახოცა. მან აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ სელაპის დახოცვის სურვილი მას შემდეგ გაუჩდნა, როდესაც იფიქრა რომ ისინი ადამიანებისთვის მავნებლები და პარაზიტები იყვნენ. ის სელაპებს თავს სამსახურიდან სახლში დაბრუნების დროს დაესხა. სელაპები ზღვის ნაპირზე სეირნობდნენ, როდესაც თინეიჯერი მივარდა და კეტით დაუწყო ცემა. მოზარდს განაჩენს მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოუტანენს. მას ბრალი ედება დაცული ცხოველების განზრახ მკვლელობაში.
მასალის გამოყენების პირობები