დღეს, 19 ივლისს, 17:00 საათზე, რიყის პარკში, ამფითეატრთან ექვსი ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად აქცის გამართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს"ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა განუცხადა, მათ ფოტორეპორტიორების აღიარებითი ჩვენებების არ სჯერათ და ამიტომ " ვაპროტესტებთ, ხელისუფლების მიერ წარმოებულ ძალმომრეობით პოლიტიკას".
"ხელისუფლების მიერ წარმოდგენილმა აღიარებითმა ჩვენებმა, ვერ დაგვარწმუნა, რომ ფოტოკორესპონდენტები ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ. არის ეჭვი, რომ ეს ჩვენებები, ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად „მოიპოვა" ხელისუფლებამ. რაც შეეხება მის მიერ წარმოდგენილ ფაქტებს იგი არადამაჯერებელია, ამიტომ ვაპროტესტებთ, ხელისუფლების მიერ წარმოებულ ძალმომრეობით პოლიტიკას", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარშიახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა.
შეგახსნებეთ, რომ 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულ იქნენ ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი).
ვადის ფარგლებში სამართალდამცავებმა ფოტორეპორტიორებს - ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძეს და გიორგი აბდალაძეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე - ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს.
გამოძიებამ 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე. გამოძიებას აღიარებთი ჩვენება მისცა ირაკლი გედენიძემაც. გავრცელადა ინფორმაცია, რომ ბრალი აღიარა ზურაბ ქურციკიძემაც, თუმცა ოფიციალურად არ დადსტურებულა. აღიარებითი ჩვენება მისცა გიორგი აბდალაძემაც.