კადაფის მომხრეები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ოპოზიციის მიერ ქალაქ ბრეგას აღებას ხელი შეუშალონ. ეს განცხადება ლიბიის ყოფილმა შს მინისტრმა აბდელ ფატაჰ იუნესმა გააკეთა, რომელიც ამჟამად ოპოზიციის რიგებშია.
მისი თქმით, ლიბიის ლიდერის ერთგული ძალების განკარგულებაში არის მომწამვლავი აირი და "დიქტატორი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გასცემს ბრძანებას გამოიყენონ ეს ქიმიური იარაღი".
რადიო "კოლ ისრაელის" ინფორმაციით, ახლახანს ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ შეძლეს და საბრძოლო მოქმედებები ქალაქ ბრეგას ახლომდებარე უდაბნოდან ქალაქში გადაიტანეს. ამჟამად ქალაქის ქუჩებში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს.