ამერიკელი რეჟისორის მარტინ სკორსეზის დოკუმენტური ფილმი "ჯორჯ ჰარისონი - ცხოვრება მატერიალურ სამყაროში" 2011 წლის 5-6 ოქტომბერს გამოვა.
ფილმის პრემიერა HBO ამერიკულ სატელევიზიო არხზე გაიმართება, რომელმაც მისი ჩვენების უფლება შეიძინა.
მარტინ სკორსეზმა ფილმზე მუშაობა ჯერ კიდე 2007 წელს დაიწყო, იგი იკვლევს ჰარისონის როგორც მუსიკოსის, პროდიუსერის და ქველმოქმედის ცხოვრებას დაწყებული ჯგუფ The Beatles - ის სამშობლო ლივერპულიდან .
ფილმში შევიდა გამოუქვეყნებელი ფოტო სურათები, სახლში გადაღებული ვიდეო ფირები, ინტერვიუები პოლ მაკარტნთან, ერიკ კლეპტონთან, ტერი გილიამოსთან, ერიკ აიდოლთან, იოკო ონოსთან, რინგო სტართან, ტომ პეტისთან, ჯორჯ მარტინთან, ფილ სპეკტორთან და ჯეკ სტიუარტთან .
2001 წლის ნოემბერში ჰარისონის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ ოლივია ჰარისონმა მიიღო სხვადასხვა კინო კომპანიის შემოთავაზება გადაეღოთ ბიოგრაფიული ფილმი ჰარიონის ცხოვრებაზე. თუმცა, ოლივიამ ყველა შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. თავად ჰარისონს თავის დროზე სურდა საკუთარი არქივის ვიდეომასალის გამოყენებით დოკუმენტური ფილმი შეექმნა.
მსგავსი ფილმის შექმნით მარტინ სკორსეზის დაინტერესდა, ოლივიამ თანხმობა განაცხადა მარტინს მიეღო მონაწილეობა ამ პროექტში. თავად კი ფილმის პროდიუსერად გამოვიდა.
სკორზესი ბევრჯერ შეხვედრია ჰარისონს სიცოცხლეში.
და ყოველთვის გრძნობდა The Beatles სულიერი ძიების ინტერესს.
სკორზეს სიტყვებით, ჰარისონი "ყოველთვის ცდილობდა მოენახა ბალანსი მატერიალურსა და სულიერს შორის" და მისი ცხოვრებაც "შესანიშნავი მუსიკალური და სულიერი მოგზაურობა იყო."