პარლამენტში ახალი ფრაქცია იქმნება. ფრაქციის პრეზენტაცია დღეს, პარლამენტში გაიმართება, რომელშიც "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი, საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი თამაზ დიასამიძე, დამოუკიდებელი დეპუტატები პეტრე მამარაძე და კარლო კოპალიანი, ასევე და ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გაერთიანდებიან.
ფრაქციის თავმჯდომარე, სახელწოდება და ვიცე-სპიკერის ვინაობა დღეს, პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ ახალი ფრაქციის ჩამოყალიბების შესახებ პარლამენტის კულუარებში საუბარი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობდა.