საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციების გათვალისწინება საქართველოს ინტერესებში შედის. ამის შესახებ დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ევროკავშირის პრეზიდენტის ხოსე მანუელ ბარუზოს მიერ 26 მაისის მოვლენების გამოძიების საკითხთან დაკავშირებული რეკომენდაციის შეფასებისას განაცხადა.
"აქ საუბარი არ არის ვალდებულებაზე, რადგან საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და აქვს თავის ინსტიტუტები, რომლებიც შესაბამისად ფუნქციონირებენ. თუმცა, ჩვენს ინტერესშია, რომ მსგავსი ტიპის რეკომენდაციები გაითვალისწინოს და საქართველო განსაკუთრებული გულისყურით უსმენთ ამ რეკომენდაციებს და ითვალისწინებს მას", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ბარუზოს რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებისთვისაც ცნობილია და სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისი რეაგირება უკვე მოახდინეს, თუმცა არა მხოლოდ რეკომენდაციების საფუძველზე.
"პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების ინტერესშია, რომ სრულფასოვნად და ობიექტურად გამოიძიოს ყველა ის ფაქტი, რომელიც კითხვის ნიშანს ბადებს და რომელიც შეიძლება სამართალდაღვევასთან იყოს დაკავშირებული. რეკომენდაციები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ უსმენთ საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს", - დასძინა მინისტრის მოადგილემ.