დღეს, ვაშინგტონში აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობების ფართო სპექტრს განიხილავენ, ასევე გადაიხედება თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაცია, თავდაცვითი შესაძლებლობები, პროფესიული სამხედრო განათლებისა და სამხედრო დოქტრინის განვითარების საკითხები", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეები ასევე შეეხებიან საქართველოს ნატოში გაწევრიანების და სხვა დამატებით საკითხებს.
ქართული მხარიდან მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, ხოლო ამერიკული მხრიდან შეხვედრაში მონაწილებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი და აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ.