დღეს, 18 ივლისს, 16 საათზე, გლდანის ციხესთან, დაკავებულ ფოტორეპორტიორთა მხარდასაჭერად საყვირების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ალია ჰოლდინგიდან აცნობეს, დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდაჭერად 7 წუთის განმავლობაში უწყვეტად საყვირების მეშვეობით ნებისმიერ პირს შეუძლია გამოხაროს საკუთარი თანადგომა და დააანახოს ხელისუფლებას საზოგადოების სოლიდარობა.
როგორც ცნობილია, დღესვე, ფოტორეპორტიორების საქმეზე პროკურატურა დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და "ალია ჰოლდინგის" ფოტორეპორტიორი) 7 ივლისს დააკავა, რომელთაც ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.
დაკავებულულ ფოტოგრაფებს სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა, ხოლო გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძე 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.