ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩინეთის პროტესტის მიუხედავად ტიბეტის სულიერ ლიდერს დალაი-ლამას შეხვდა.
აშშ-ს პრეზიდენტისა და დალაი-ლამას შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართა.
ამერიკელ პოლიტიკურ წრეების ინფორმაციით შეხვედრა 40 წუთი გაგრძელდა, თუმცა საუბრის თემა უცნობია.
აღსანიშნავია, რომ დალაი-ლამასა და ობამას შეხვედრის დანიშვნა ჩინეთმა გააპროტესტა და ვაშინგტონს მის გაუქმება სთხოვა.