რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს გერმანულ ავტორიტეტულ ჯილდო "კვადრიგას" აღარ მიანიჭებენ. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მიმდინარე წელს ეს ჯილდო არავის გადაეცემა პრემიის მზრუნველთა საბჭომ დღეს მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ "Deutsche Welle" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, "კვადრიგის" მზრუნველთა საბჭო, გაოგნებულია მედიასა და პოლიტიკოსების მიერ მიღებული კრიტიკის გამო მიღებულ გადაწყვტილებასთან დაკავშირებით".
რუსეთის პრემიერისთვის ავტორიტეტული გერმანული პრემიის "კვადრიგას" მინიჭების გამო სკანდალი არ ცხრებოდა. ამ პრემიას ანიჭებენ პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს გამოჩენილ მოღვაწებს, რომლებიც "საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის" იღწვიან.
ხოლო პუტინისათვის ამ პრემიის მინიჭების გამო, პროტესტის ნიშნად პრემიის მზრუნველთა საბჭოს წევრებმა თანამდებობების დატოვება დაიწყეს. "მწვანეების" ლიდერისა და "ვიკიპედიის" დამფუძნებლის შემდეგ ეს ნაბიჯი ისტორიკოსმა ედგარ ვულფუმმა გადადგა.
ისტორიკოსი მიუღებელს უწოდება იმას, რომ საორგანიზაციო კომიტეტის ზოგიერთ წევს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც "მათ არ მიუღიათ, არც ინფორმაცია ჰქონიათ და რომელთა მიღების შესახებ პრესიდან გაიგეს".
ისტორიკოსი ასევე დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინისათვის ამ პრემიის მინიჭებამდე საჭირო იყო ფართო დისკუსიის გამართვა. იგი ჟიურის გადაწყვეტილებას სკანდალურს უწოდებს.
ვლადიმერ პუტიბისათვის ამ პრემიის მინიჭების წინააღმდეგ ასევე გამოვიდა ამ პრემიის პირველი ლაურეატოი გერმანელი პუბლიცისტი ზილკე ტენპელი. "პუტინი არ არის ლიდერობის საუკეთეოს მაგალითი", _ განაცხადა მან ამ ფაქტის კომენტირებისას.
ტრადიციულად, ლაურეატებს ეს პრემია 3 ოქტორბმერს - გერმანიის გაერთიანების დღეს გადაეცემათ. ლაურეატებს შორის არიან: მიხეილ გორბაჩოვი, გემანიის ყოვილი კანცლერები - ჰელმუდ კოლი და გერჰარდ შროდერი, ჩეხოსლოვაკიის ექს-პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი და ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუ.