"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭო განცხადებას ავრცელებს.
"26 მაისს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ჩატარებული სადამსჯელო სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლთა რეალური რაოდენობა დაუდგენელია, ათასობით ადამიანია სასტიკად ნაცემი და ნაწამები, ხოლო 30 ათამდე ადამიანის ადგილსამყოფელი დღემდე დაუდგენელია. მიუხედავად „სახალხო კრების", ქართული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების, ქართული და საერთაშორისო საზოგადოების არაერთგზის მოთხოვნისა დაუყოვნებლივ დაიწყოს ობიექტური გამოძიება 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინარული წესდების დარღვევის ფაქტები შეისწავლა და სამსახურიდან მხოლოდ 4 თანამშრომელი გაათავისუფლა და 12-ს საყვედური გამოუცხადა", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირების გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის გამო, ხელისუფლება იძულებული გახდა, მიეღო ეს გადაწყვეტილება, "მაგრამ მეისრეების დასჯა პიარნაბიჯია და მეტი არაფერი. რეჟიმი ვერ მოახერხებს თვალი აუხვიოს დასავლეთს და ქართულ საზოგადოებას".
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭო მოითხოვს, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დაისაჯოს ყველა თანამდებობის პირი, ვინც გასცა ბრძანება და განახორციელა სისხლიანი სპეცოპერაცია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.