ნატო ლიბიის დაბომბვებს აგვისტოში მუსულმანების წმინდა დღესასწავლის - რამადანის დროსაც გააგრძელებს. ეს განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისრმა ალან ჟიუპემ გააკეთა.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სამხედრო ზეწოლა აგვისტოშიც გავაგრძელოთ, ვინაიდან სხვა და სხვა არაბული ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადებით რელიგიური წესები ჩვენს სამხედრო შეჭრას არ ეწინააღმდეგება", _ განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის პარალელურად აუცილებელია პოლიტიკური დიალოგის წარმოება, რომელიც კადაფის გადადგომის შემთხვევაში ეროვნული შერიგებით უნდა დასრულდეს.