19 დეკემბერს, 15:00 საათზე, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ორგანიზაცია "მშვიდობა და ჰარმონია~ საპატრიარქოსთან ერთად აწყობენ აფხაზეთის ბავშვთა ნახატების გამოფენა-პრეზენტაციას: "მე და მშვიდობა, არა - ძალადობას!"
გამოფენაზე წარმოდგენილია 140 ნამუშევარი. ღონისძიებას გახსნის აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი და ბავშვთა სურათების გალერეის დირექტორი ლიანა გორგაძე. სტუმრებს მიესალმებიან საპატრიარქოსა და მერიის წარმომადგენლები,
პოეტები, მხატვრები. მოეწყობა მხატვრული კითხვა, მონაწილეთა დაჯილდოება, კონცერტი ცოცხალი შესრულებით.