უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გეგმას ხელი მოეწერა. უკრაინული მხრიდან ხელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსტანტინ გრიშჩენკომ, ხოლო ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მოაწერა.
ხელშეკრულება უკრაინასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით გასამართ 2011-2012 წლების კონსულტაციების გეგმას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინ გრიშჩენკო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ესტუმრა, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.