ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა გამოცხადდა. ის ფაქტი, რომ ჟიურის ამერიკელი რეჟისორი დარენ არონოფსკი უხელმძღვანელებს, 2011 წლის აპრილში გახდა ცნობილი. ამჯერად სხვა მონაწილეები დასახელდნენ.
ჟიურის შემადგენლობა ასეთია: ფინელი მხატვარი ეიჯა ლისა ატილა, ჯგუფ "თოქინგ ჰედის" ყოფილი ლიდერი დევიდ ბირნი, ამერიკელი კინორეჟისორი ტოდ ჰეისი, ფრანგი კინომატოგრაფისტი ანდრე ტეშინე, თეატრისა და კინოს რეჟისორი მარიო მარტონე და მსახიობი ალბა რორვაკე (ორივე იტალიიდან).
ვენეციის 68-ე კინოფესტივალი 2011 წლის 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ღონისძიებას ჯორჯ კლუნის ფილმი "მარტის შუა რიცხვებში" გახსნის (სადაც კლუნი არის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი).