დღეს, 15 ივლისს, ბაქოში დაგეგმილ გაზის საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. კონფერენცია "კასპიის ენერგეტიკული დიალოგი 2011"-ის ორგანიზატორები არიან  აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია  და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია. 
საერთაშორისო კონცერენციაში საქართველოს "ნავთობისა და გაზის კორპორაცია" წარმოადგენს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე კომპანიები უკრაინიდან, რუმინეთიდან  და სხვა.