მაიკლ ბეის ფილმის - "ტრანსფორმერები 3: მთვარის ბნელი მხარე" - ცხრა დღის მსოფლიო კინოგაქირავების შემდეგ შემოსავალმა 500 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამგვარად, წინა რეკორდი, რომელსაც ფილმმა "კარიბის ზღვის მეკობრეები 3" მიაღწია - დაეცა.
საკასო შემოსავლების დინამიკამ აჩვენა, რომ მეორე კვირის ბოლოს "ტრანსფორმერები 3"-ის შემოსავლები 600 მილიონ დოლლარს გადააჭარბებს და შესაბამისად მნიშვნელოვანი ნიშნულის, ერთი მილიარდი დოლარის მიღწევის პერსპექტივა სავსებით რეალურია.
აღსანიშნავია, რომ ფილმს მოუწეს ისეთ ინტენსიურ ბაზრებზე გასვლა, როგორიცაა ჩინური და იაპონური. აქ ფილმი 2011 წლის ივლისის ბოლოს გამოვა.
ერთადერთი ფილმი, რომელსაც შეუძლია ეკრანებზე "ტრანსფორმერები 3"-ის ტრიუმფალური მარში შეწყვიტოს, არის "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები" - მეორე ნაწილი.