კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრი მიიღო ისრაელელი რეჟისორის, იოსეფ მადმონის ფილმმა "დილა მშვიდობისა, ბატონო ფრიდმან".
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 9 ივლისს გაიმართა. კინოფესტივალის მთავარი პრიზის, "ბროლის გლობუსისთვის" 12 მონაწილე იბრძოდა.
ისრაელის მედია აღნიშნავს "დაბალბიუჯეტიანი სურათის დიდ წარმატებას", რომელმაც ადრე მოიპოვა პრიზი საუკეთესო სცენარისთვის აშშ-ის დამოუკიდებელი კინოს "სანდეს" ფესტივალზე.
"ბედნიერი ვარ, რომ ამ მცირებიუჯეტიანმა ფილმმა გამარჯვება მოგვიტანა, ამაზე ვერც ვიოცნებებდით", - აღნიშნა მადმონმა.
F
ფილმი ავეჯის რესტავრატორის, ფიდელმანისა და მისი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ძველი ოსტატი იძულებულია, ებრძოლოს შვილს, რომელსაც მამის ბიზნესის დახურვა და სახელოსნოს გაყიდვა უნდა.
საერთაშორისო კინოფესტივალი ჩეხეთში 46-ეჯერ ტარდება. სულ, პირველიდან 9 ივლისის ჩათვლით, ნაჩვენები იყო 179 ფილმი. ჟიურის ხელმძღვანელობდა ცნობილი უნგრელი რეჟისორი იშტვან საბო.
გამარჯვებულთა სია ფესტივალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.