ბრიუსელში ხელი მოეწერა "საქართველოსა და ევროკავშირს შორის სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ" შეთანხმებას.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ქართული ადგილწარმოშობის მქონე პროდუქციის დაცვას და ისეთი მექანიზმის დანერგვას, რომლითაც მოხდება ფალსიფიკაციის აღმოფხვრა, პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა ევროპის ბაზარზე და თავიდან იქნება აცილებული ზემოთ მოყვანილი გეოგრაფიული აღნიშვნების მისაკუთრების ყოველგვარი მცდელობა.
"გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებულ პროდუქტს კარგი რეპუტაცია აქვს და გამორჩეული ხარისხით ხასიათდება, რაც ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქციით ვაჭრობის გაფართოებას და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერებას", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.